შეხვედრა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის ამოქმედების საკითხებზე

სურათი

,,ერაზმუს+"-ის პროექტის ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)" ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები ბსუ-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდნენ და პროგრამის ამოქმედებისა და უნივერსიტეტში მისი პილოტირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პილოტირება დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბირდან. უკვე დაინსტალირებულია Turnitin-ის პლაგინი მუდლში, რაც ხელს შეუწყობს მისი გამოყენების დეტალურად გაცნობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა