სემინარი ფერმერული და კვების პროდუქტთა წარმოების სექტორის წარმომადგენლებისათვის

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში პრაქტიკული სემინარი ჩატარდა თემაზე: „ფერმერული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი ორგანიზაციების არსებული მდგომარეობა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივები აჭარაში“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფერმერული და კვების პროდუქტთა წარმოების სექტორებში მომუშავეთ დარგის სიახლეები, სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნეს. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „სასათბურე ტექნოლოგიები, მასალები და მოწყობილობები“, „მცირე სიმძლავრის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზები და ტექნოლოგიები“ და „ფერმერული გაერთიენებების ჩამოყალიბების მიზანშეწონილობა“. პრაქტიკული სემინარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მომავალშიც გაგრძლდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა