ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს

სურათი

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის საფლავი ბსუ-ს სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ხსოვნას  და  მის ღვაწლზე ისაუბრეს.

V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 9 აგვისტოს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა