10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამომცემლობასთან ერთად, ,,წიგნები ბათუმში“ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ბსუ-ს ბიბლიოთეკაში სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამართა  დისკუსია და  წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია.

წიგნის ავტორებმა - მწერალმა სალომე ბენიძემ და ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ წარადგინეს  ფოტოწიგნი “(S)hero(es). ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და მონაწილენი გახდნენ, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კონფლიქტოლოგმა ირაკლი გორგილაძემ და აგვისტოს ომის მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა