დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

სურათი

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლიდან ცხადდება მიღება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის  მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვი­თარების ხელშეწყობა.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის სტატუსით დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი ჯგუფისა და დამატებით - V-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. კურს­დამ­თავრებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის გარდა დასაქმებას შეძლებს სხვა საფეხურის/ტიპის სახელ­მ­­წი­­ფო, არასამთავრობო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრუქტურებში.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 8 აგვისტოს სხდომის №96 გადაწყვეტილებით. აღნიშნული სიახლე აისახება აბიტურიენტების 2018 წლის ცნობარში. 

პროგრამაზე დარეგისტრირების უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად გამოცდასთან ერთად, წარმატებით ჩააბარეს მეოთხე არჩევითი გამოცდა ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში,  ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.   

პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

საკონტაქტო პირი:

ნანა მაკარაძე - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: 593 60 60 71 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა