საზაფხულო სკოლა -„მულტილინგვიზმი და თარგმანის როლი ცოდნის გლობალიზაციაში“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლას - ,,მულტილინგვიზმი და თარგმანის როლი ცოდნის გლობალიზაციაში“ მასპინძლობს. სკოლა ტარდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი 2020“ პროექტის KEAC-BSR „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში: ევროპა და შავი ზღვის აუზი, XVIII-XXI სს“ ფარგლებში. მასში საპროექტო კონსორციუმში მონაწილე უნივერსიტეტების დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან და  ბულგარეთიდან.

ათი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები  უცხოელ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე, მრავალეროვან საზოგადოებაში თარგმანის გამოწვევებზე იმსჯელებენ. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც გლობალიზაციის პირობებში სინქრონულ, თანმიმდევრულ, სამეცნიერო და ტექნიკური  თარგმანის  როლს განიხილავენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა