ჟურნალ „National Geographic“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) 125 წლის იუბილეს მიეძღვნა ჟურნალ „National Geographic“-ის პრეზენტაცია. ჟურნალის რედაქტორმა ლევან ბუთხუზმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემა წარუდგინა. „National Geographic“-ი 1888 წელს დაარსდა, ხოლო ქართულენოვანი ჟურნალის პირველი ნომერი მკითხველმა 2012 წლის ოქტომბერში მიიღო. პერიოდული გამოცემა 37 ენაზე იბეჭდება, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. 125 წლის განმავლობაში ამერიკული საზოგადოების დაფინანსებით არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია და პროექტი განხორციელდა. მის ინტერესებში შედის გეოგრაფიის, არქეოლოგიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მსოფლიო კულტურისა და ისტორიის შესწავლა. National Geographic Society-ის გრანტით გახდა შესაძლებელი საქართველოში დმანისის სამარხების საფუძვლიანი კვლევა და პირველი ევროპელების - ზეზვასა და მზიას აღმოჩენა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა