ბსუ-ში ტექნოპარკი გაიხსნება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობა დაათვალიერეს. 2019 წელს, ახალ სასწავლო კორპუსში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ტექნოპარკი გაიხსნება. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ტექნოპარკში ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპიდეები. 

ტექნოპარკი წარმოადგენს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნაზე. ტექნოპარკი ქმნის ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც გამიზნულია, ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ბსუ-ში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბი, სადაც სტუდენტები საინჟინრო გადაწყვეტილებების მოდელირებით სხვადასხვა სახის კონსტრუქციებსა და შენობა-ნაგებობების მაკეტებს ქმნიან.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა