ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

სურათი

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა და პროცედურების მიხედვით შეფასდა. ექსპერტების დასკვნაში უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განისაზღვრა: განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება, რეფორმების კუთხით მუდმივი აქტიურობა, უნივერსიტეტის ხარჯ-ეფექტიანობის ზრდა, კვლევით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტური სერვისების განვითარება და მხარდაჭერა, ლაბორატორიებისა და კლინიკების გაფართოების მიზნით პროაქტიური და ინოვაციური მიდგომა.

უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს:

  1. დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;
  2. ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას; 
  3. საგანმანათლებლო პროგრამებს;
  4. პერსონალს;
  5. სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
  6. კვლევას, განვითარებას და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
  7. მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელს შეადგენს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა