![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10625_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,, ბათუმობა 2018“ -ის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტი ბათუმელებისა და ტურისტების წინაშე ბსუ-ს ფაბლაბში დამზადებული, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრებით წარსდგა. დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება ბათუმის ღირსშესანიშნაობების მაკეტებმა დაიმსახურა. ვიზიტორებს გამოფენაზე საინფორმაციო ბროშურები და ლაბორატორიაში დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |