„საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: თეორიები, დისკურსიები და მიმდინარე პროცესები“

სურათი

12 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (აუდიტორია 328) საზაფხულო უნივერსიტეტი  გაიხსნება თემაზე: „საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: თეორიები, დისკურსიები და მიმდინარე პროცესები“. სწავლება მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების,  საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლების კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმების საკითხებში. საზაფხულო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მოხსენებებს წარმოადგენენ საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე. ორი დღის განმავლობაში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: „ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ახალი განზომილება (მითი თუ რეალობა)“, „ბირთვული ტერორიზმის საფრთხე, როგორც ახალი გლობალური გამოწვევა“, „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და წამყვანი სახელმწიფოს პოზიციები“, „სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობის გზამკვლევის პრეზენტაცია, დემოკრატიული მმართველობა და უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა“. 

სკოლის მსმენელები არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწვალებელები, სტუდენტები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელები.

ღონისძიება პროექტის „ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი” ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის რადიაციული საფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა