„ახალგაზრდული მეწარმეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ფორმირების გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალგაზრდული მეწარმეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ფორმირების გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები“ ტარდება. ორდღიანი კონფერენცია პროექტის „უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდული მეწარმეობისათვის“ Erasmus+-ის ფარგლებში გაიხსნა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას, არსებული პრობლემების კვლევასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას. სესიის ქართველი, უკრაინელი, სომეხი, ბელარუსი და მოლდოველი მონაწილეები მოხსენებებს ექვსი მიმართულებით წარმოადგენენ.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ახალგაზრდა მეწარმეები: როლი, გამოცდილება, განვითარების პერსპექტივები და პრობლემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის ინსტიტუციური, სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და სოციალური წინაპირობები;
  • ახალგაზრდების სამეწარმეო ინიციატივის მხარდასაჭერი ინოვაციური მეთოდები და პროგრამები: ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  გამოცდილება;
  • ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის;
  • საგანმანათლებლო სისტემის ადგილი და როლი ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებაში. ახალგაზრდული მეწარმეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • სოციალური მეწარმეობის როლი აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხარკოვის კვებისა და სავაჭრო სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის, ბელორუსიის სამომხმარებლო კოოპერაციის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტს, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის, მოლდოვის ეკონომიკური აკადემიის, ISEBA უნივერსიტეტის, განათლების ინფორმატიზაციის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის (МАНИО) და ბათუმის №6  ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა