ახალი სასწავლო წლის დაწყება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, ტურიზმის ფაკულტეტსა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის, ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობებზე განახლდება 1 ოქტომბერს. სარემონტო სამუშაოების გამო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და განათლების მიმართულების სპეციალობაზე სასწავლო პროცესი განახლდება 8 ოქტომბერს.

ღონისძიებების განრიგი:

10:00 – 11:00 სთ -  პირველკურსელთა საზეიმო მიღება

11:00- 14:00 სთ - საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან

14:00 სთ - თანამედროვე ქართველი ავტორების ალექსანდრე ლორთქიფანიძისა და მარიკა მამალაძის საჯარო ლექცია

პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ფაკულტეტების მიხედვით:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -1 ოქტომბერი, 11:00 სთ  

ფინანსები - აუდიტორია 421;

ეკონომიკა -  აუდიტორია 402;

საბუღალტრო და საგადასახადო საქმე - აუდიტორია 415;

მარკეტინგი, მენეჯმენტი - აუდიტორია 430

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობა, ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები - 1 ოქტომბერი, 11:00 სთ - აუდიტორია 534; 12:00 სთ - აუდიტორია 509  

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია - 1 ოქტომბერი, 11:00 სთ; 12:00 სთ. აუდიტორია 328 -

ტექნოლოგიური ფაკულტეტი: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია,  არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია - 1 ოქტომბერი, 11:00 სთ. აუდიტორიები 521, 523

ტურიზმის ფაკულტეტი: ტურიზმი - 1 ოქტომბერი, 11:00 სთ. აუდიტორიები 120, 129, 131  

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი:

მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები - 1 ოქტომბერი, 11:00 სთ. აუდიტორია 223  

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა  - 8 ოქტომბერი, 10:00 სთ. აუდიტორია 59

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ქართული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია - 8 ოქტომბერი, 10 : 00 სთ. აუდიტორია 55  

ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, თურქეთისმცოდნეობა - 8 ოქტომბერი, 11 : 00 სთ. აუდიტორია 55  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა