საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ბსუ-ს საპატიო ჯილდო გადასცა

სურათი

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისათვის საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპატიო ჯილდო გადასცა. საპილოტე პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1-ლი აგვისტოდან ახორციელებს.  ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები, მათ შორის 18-22 წლის სტუდენტები მონაწილეობენ. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა