უნგრეთის ელჩის ვიზიტი

სურათი

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი მოადგილესთან ანიკო ფარკაშთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს  გიორგი თავამაიშვილს შეხვდა. დიპლომატებმა შეხვედრაზე უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება და უნგრული ხელოვნების ამსახველი გამოფენის მოწყობა. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა