ამირან მამალაძის სახელობის საუნივერსიტეტო ტურნირი ჩატარდა

სურათი

აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, V ქვეითი     ბრიგადის კაპრალ ამირან მამალაძის სახელობის საუნივერსიტეტო ტურნირი ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველობამ სტარტი 22 ოქტომბერს აიღო და მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები „ვირტუოზები“ და „ბსუ-ს ვარსკვლავები“. ამირან მამალაძის სახელობის გარდამავალი თასი „ვირტუოზებს“  ერგო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ძმიშვილს ამირან მამალაძეს საჩუქრად ფეხბურთის ბურთი და ფასიანი საჩუქრები გადასცა. შეჯიბრი სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა