საჯარო დისკუსია - „სოციალური პოლიტიკა საქართველოში: არსებული პრობლემები და საჭიროებები“

სურათი

,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში: არსებული პრობლემები და საჭიროებები“ - თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)" კრიტიკული პოლიტიკის მიმართულების პროექტების კოორდინატორმა თამუნა ქებურიამ მოხსენება ,,ბუნებრივი წიაღი და მისი მოპოვება თანამედროვე დროში – წყევლა თუ გამართლება?” წაიკითხა, ხოლო EMC-ის პროექტების სამართალწარმოების იურისტმა ლელა გვიშიანმა ნაშრომი ,,სოციალური დაცვის სისტემაში არსებული პრობლემური საკითხები (მიზნობრივი სოციალური დახმარების მაგალითზე)” წარმოადგინა. საჯარო დისკუსიის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საჯარო დისკუსია ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის (CARC)“და ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის“  ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა