ჩანგშას უნივერსიტეტსა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის  დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. დაიგეგმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, 100 სტუდენტის ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში   სასწავლებლად გამგზავრება.

მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ს ბაზაზე გაიხსნება კონფუცის ინსტიტუტი, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა