განცხადება

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი ვაჟა ჩანტლაძე. ღვაწლმოსილმა პროფესორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდასა და სტომატოლოგიის განვითარებაში. ვაჟა ჩანტლაძის ხელმძღვანელობით ბსუ-ში შეიქმნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის კათედრა და შემდგომ დეპარტამენტი. იგი ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სახის რბილი ქსოვილების თავისუფალი პლასტიკის ახალი მეთოდების ფუძემდებელი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა