ამერიკის შეერთებული შტატების გაცვლითი პროგრამების შეჯამება

სურათი

უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული გაცვლითი პროგრამების წარდგინება გაიმართა. პროექტების მონაწილეებმა პროფესორ-მასწავლებლებს მიღებული გამოცდილება და მათი შემდგომი გამოყენების პერსპექტივები გააცნეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საკითხების ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა პროექტის „ლიდერთა ვიზიტორობის საერთაშორისო პროგრამის“ ფარგლებში ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი ლელა თურმანიძე აშშ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს ეწვია. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ინგა შამილიშვილი აშშ განათლების სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროგრამის ,,international visitor leadership programm”-ის ეგიდით გაეცნო ინდაუმენტის სისტემას აშშ-ს უნივერსიტეტებში, ხოლო ბსუ-ს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა ივდით დიასამიძემ აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის პროფესიული განვითარების პროგრამის „ღია სამყაროს“ ხელშეწყობით ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა მენეჯმენტის მოდელი შეისწავლა.

  ლიდერთა ვიზიტორობის საერთაშორისო პროგრამა
  International visitor leadership programm
  ღია სამყარო

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა