სტუდენტთა საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა გერმანიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა 16-23 დეკემბერს, ბერლინსა და ჰამბურგში მონაწილეობა მიიღეს „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამაში. ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში ბრენდული სასტუმროების "Scandic", "Mercure", "Henri", "Fairmont","Prizeotel" წარმომადგენლებმა სტუდენტებს ჩაუტარეს ინტენსიური ტრენინგი სასტუმრო ინდუსტრიის მენეჯმენტსა და კარიერულ შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ს რექტორის მერაბ ხალვაშისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის როსტომ ბერიძის მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჰამბურგის ფრეზენიუსის უნივერსიტეტში. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, საზაფხულო სკოლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

სტაჟირების პროგრამა განხორციელდა სასტუმროთა ქსელის (25 Hours Hotel Company GmbH, Arcona Hotel Holding GmbH, Fidelity Hotels & Resorts Betriebs & Verwaltungs GmbH) პარტნიორის, მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტის, პროფესორ შტეფან გერჰარდის  ორგანიზებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა