ბსუ-ში წითელას მასიური გავრცელების პრევენცია დაიწყო

სურათი

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება ტარდება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების საფუძველზე, უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საჭიროებენ წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის ვაქცინაციას. სტუდენტები ვალდებულნი არიან ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა წარმოადგინონ უმოკლეს ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბსუ-ს ადმინისტრაცია განიხილავს ამ პირთათვის  სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს.

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები:

I - ეტაპი - 22.01.2019 – 28.01.2019 -  სტუდენტთა გამოკითხვა სტუდენტურ პორტალზე აცრის სტატუსთან დაკავშირებით (აქვს თუ არა სტუდენტს აცრა გაკეთებული);

II - ეტაპი - 4.02.2019 – 6.02.2019 - აუცრელი სტუდენტების აცრა ბსუ-ს ორგანიზებით, 101 ოთახი, მეორე კორპუსი. 11:00 საათიდან - 16:00 საათამდე;

III - ეტაპი - 28.01.2019 – 28.03.2019 - აცრილი სტატუსის მქონე სტუდენტებმა შესაბამისი ცნობა უნდა წარმოადგინონ ფაკულტეტის სამდივნოებში.

  საქართველოს მთავრობის განკარგულება
  ბრძანება Nº 01-02/05

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა