ბსუ ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიხედვით მესამე ადგილზეა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2018 წლებში დაფინანსებული ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების  განაწილების მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. ერაზამუს+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის სტატისტიკის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში ბსუ-მ განახორციელა გაცვლითი პროგრამები სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობით 45 პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში. უნივერსიტეტი ასევე ჩაერთო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების 9 პროექტში და ყოველწლიურად ატარებს ჟან მონეს საზაფხულო სკოლას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა