„სტუდენტთა კარიერული განათლების ცენტრის შექმნა საქართველოში“

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში - „სტუდენტთა კარიერული განათლების ცენტრის შექმნა საქართველოში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი, ინგლისელი, უნგრელი და ლიტველი ექსპერტები სამი დღის განმავლობაში სტუდენტების სასწავლო პროგრამასა და პერსონალის ტრენინგის პროგრამას გაეცნობიან. შედგება „ეროვნული დისკუსია“, სადაც პროექტის მონაწილეები პროგრამების საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდებიან. საგრანტო პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობას. ასევე ითვალისწინებს უმაღლესი განათლების რეფორმასა და მოდერნიზაციის ხელშეწყობას პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მენეჯმენტისა და სტუდენტთა მომსახურების სფეროებში. პროგრამის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მომზადდებიან ტრენერები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარებიან სამსახურის არა ერთჯერადად მოძებნაში, არამედ დამსაქმებლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოებაში, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, კარიერის უკეთ დაგეგმვაში, გუნდური მუშაობის და გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა