შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა სემინარი ჩაატარა

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის 2013 წლის საგრანტო სამეცნიერო კონკურსების თემაზე სემინარი ჩაატარა. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა მკვლევრებს „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“, „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ და „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის“ კონკურსების განხორციელების წესი და მათში მონაწილეობის პირობები გააცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა