პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის გაფორმება

სურათი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები დაესწრნენ.

პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, სან დიეგოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორის მენეჯერები ტრენინგებს სრულიად უფასოდ გაივლიან, უნივერსიტეტები კი 3 წლის განმავლობაში, კურიკულუმისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე, მინიმუმ ორჯერ ჩაატარებენ აქსელერაციის პროგრამას სასწავლებელში.

პრე-აქსელერატორის პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორების მენეჯერებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდებათ.

სტარტაპებს კი პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა