ბსუ-ს რექტორის მერაბ ხალვაშის ვიზიტი ესტონეთში

სურათი

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, ტალინის უნივერსიტეტის რექტორს ტიიტ ლანდს, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის TalTech-ის ვიცე-რექტორს ჰენდრიკ ვოლთანს და ინოვაციებისა და ბიზნეს ცენტრის „MEKTORY” წარმომადგენლებს შეხვდა.

უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კამპუსში  ტექნოპარკი გაიხსნება, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას მისცემს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ტალინის უნივერსიტეტის რექტორმა ტიიტ ლანდსმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობების და ტურიზმის სფეროებს მიექცევა. ბათუმისა და ტალინის უნივერსიტეტებს შორის იგეგმება არსებული მემორანდუმის განახლება და ახალი მემურანდუმის ფარგლებში ონლაინ ბიბლიოთეკის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ,,ჩვენი ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ როგორც მათი კონკრეტული მიზნების მიღწევაში, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სამსახურში.“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა