არჩევნები იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 18 იანვრის  გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2019 წლის  19 მარტიდან  - 21 მარტის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

არჩევნები ჩატარდეს  2019 წლის 22 მარტს, 10:00 სთ  – 17:00 სთ პერიოდში.

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა