შეხვედრა სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  მერაბ ხალვაში,  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე დავითაძესთან ერთად, ბსუ-ს სტუდენტთა თავისუფალი და სამეცნიერო პროექტების კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტურ ინიციატივებსა და სამეცნიერო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამარჯვებულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კონკურსი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული მიმართულებით გამოცხადდა და  სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას ითვალისწინებდა. წარმოდგენილი 10 ზოგადი და 5 სამეცნიერო პროექტიდან  5 გამარჯვებული გამოვლინდა:

გამარჯვებული პროექტები:

საგანმანათლებლო სახის პროექტები:

 

  1. პროექტის დასახელება: ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019;

ავტორი: ნესტან ვარშანიძე და გოგიტა ბარამიძე;

პროექტის ბიუჯეტი: 5000

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა უნივერსიტეტების, ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს შორის ფორმალური დებეტების გამოყენებით ცოდნის გაზიარების პროცესის ხელშეწყობას, აგრეთვე საჯარო გამოსვლებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

  1. პროექტის დასახელება: სტუდენტები განვითარებისთვის

ავტორი: დავით ბალაძე - „სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება“

პროექტის ბიუჯეტი: 4990

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და მისი დარღვევის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, ასევე ღირებული სამეცნიერო სტატიის, სამეცნიერო პოპულარული და რეფერატული ნაშრომების წერის უნარ-ჩვევების გაღრმავებას.

  1. პროექტის დასახელება: ლიბერრუმი

ავტორი: ბაჩუკი ფარტენაძე

პროექტის ბიუჯეტი: 5000

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში განსხვავებულ აზრთა და პლურალიზმის მიმღებლობის ხელშეწყობას საჯარო  დისკუსიებისა და ლექციების ორგანიზებით

           

სამეცნიერო კვლევითი პროექტები:

 

  1. პროექტის დასახელება: აჭარის ზოგიერთი ადვენტური მცენარის ბიოაქტიური ნაერთების შესწავლა და მათი გამოყენების პერსპექტივები

ავტორი: მარიამ დოლიძე

პროექტის ბიუჯეტი: 3000

მეცნიერ ხელმძღვანელი: მაია ვანიძე (ბსუ-ს ასოცირებული პროფესორიი);

პროექტი მიზნად ისახავს აჭარაში გავრცელებული ადვენტიური მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველი ადვენტიური მცენარეული ნედლეულის შესწავლა, ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება, მათი რეპელენტური ბუნების დადგენისთვის პირველადი გამოცდა. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და ქიმიური წეარმოების ახალი ეკოლოგიური პროდუქტის შეთავაზება.

 

  1. პროექტის დასახელება:

ავტორი: ანა სურმანიძე

პროექტის ბიუჯეტი: 1800

მეცნიერ ხელმძღვანელი: ლალი კალანდაძე, ნუგზარ ღომიძე, იზოლდა ჯაბნიძე (ბსუ-ს პროფესორები)

პროექტი მიზნად ისახავს ბსუ-ში თანამედროვე „ფუკოს ქანქარას“ შექმნას, რომლითაც დაინტერესებული პირები დარწმუნდებიან დედამიწის ბრუნვითი მოძრაობით გამოწვეული ეფექტებით.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა