ინტელექტუალური ვიქტორინა „ბსუ-ს ინტელექტუალი“

სურათი

21 მარტს, 18:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში ბსუ-ს ინტელექტუალური ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალი“ გაცნობითი ხასიათის თამაში გაიმართება.

ვიქტორინაში მონაწილე გუნდებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 21 მარტს, 17:00 საათამდე. გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.

გუნდის განაცხადის (სახელწოდება, ფაკულტეტი, სპეციალობა, კაპიტანი) მიღება იწარმოებს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.

ვიქტორინას წაიყვანს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი.

ოფიციალური შეხვედრები დაიწყება 28 მარტიდან, ხოლო სემესტრის ბოლოს გაიმართება ვიქტორინის ფინალი. გამარჯვებული 3 გუნდი დასაჩუქრდება სპეციალური პრიზებით.

საკონტაქტო პირი: ბექა მაკარაძე -577 17 97 43

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა