![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_11965_1_s.jpg)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხეს ელექტრონული მმართველობის თემაზე. სტუდენტები ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების, სერვისების ერთიანი პორტალის www.my.gov.ge-ისა და კიბერუსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. საჯარო ლექცია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის GGI-ის ფარგლებში გაიმართა.
უკან |