![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_11990_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ცენტრალურ პარკში სიყვარულის ხეივნის გაშენების აქციას შეუერთდა. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და უნივერსიტეტის სტუდენტებმა იაპონური ალუბლის ხეები დარგეს.
სიყვარულის ხეივანში 135 იაპონური ალუბლის ხე დაირგო. აქცია ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |