საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე

სურათი

თბილისში, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საბერძნეთის დამოუკიდებლობის 198-ე წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიის ,,პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა" წარდგენა გაიმართა, ასევე მოეწყო აჭარაში მცხოვრებ ბერძენთა ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბერძენ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

მონოგრაფია „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო  პროექტის ფარგლებში (სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა გიორგაძე) მომზადდა.

წიგნის „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“ ავტორები: პროფესორები: მარინა გიორგაძე, ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორი მანუჩარ ლორია, დოქტორები: თემურ ტუნაძე,  ნინო ძნელაძე, თეონა აბულაძე, სოფიკო ჩხარტიშვილი-მაზმანიდი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა