მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

თბილისში, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში” გამართული ბელარუსიის რესპუბლიკის გამოფენის ,,Made in Belarus”-ის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს  ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, საზაფხულო სკოლების ჩატარებას, გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. მემორანდუმი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ინიციატივით გაფორმდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა