საქველმოქმედო აქცია „სიკეთე ახალისებს"

სურათი

„სიკეთე ახალისებს“ - ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბათუმის ,,მაკდონალდსში“ საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციაში ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით „მაკდონალდსის“ მომსახურე პერსონალის პროფესია შეითავსეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. შემოსული თანხის 20% უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო აქცია მუსიკალურად ,,ბსუ ბენდმა“ გააფორმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა