პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მეფუტკრე (III საფეხური), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (IV საფეხური),  ვებ ინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური),  ვებ ინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური),  2019 წლის 8  აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში, მეოთხე სართულზე, ოთახი N404).

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებსა და ონლაინრეჟიმში შემდეგ მისამართზე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ  აპლიკანტთა პრეტესტი (იმიტირებული გამოცდა) ჩატარდება 2019 წლის 4 მაისს  (პრეტესტის ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა ტესტირება (გამოცდა) ჩატარდება  2019 წლის 5 მაისს  (ტესტირების ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).

 

 ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყება  2019 წლის 3 ივნისს.

აპლიკანტთა ტესტირების  შედეგები გამოქვეყნდება (პირადი ნომრების გარეშე) ბსუ-ს ვებ გვერდზე 2019 წლის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით (ამ ვადაში აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის არჩევანი).


ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვე­ბულ აპლიკანტებმა 2019 წლის 25 მაისიდან 29  მაისის ჩათვლით (კვირის გარდა), ხელშეკრულების გაფორმებისა და  პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა, მეოთხე სართულზე, ოთახი N402) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი  (ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელის/კანონიერმა წარმომადგენელის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  რომელიც  ადასტურებს  განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი - დანართი 1-ის პირველ და მე-4 გრაფებში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი - დანართი 1-ის მე-2, მე-3 და მე-5 გრაფებში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (პირმარომელმაც   განათლება   მიიღო  უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

  დანართი
  პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებზე 2019 წლის საგაზაფხულო მიღების გამოცხადების შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა