![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_12095_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 30 წლის წინ, მთავრობის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
უნივერსიტეტის ფოიეში გამართული 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ, სტუდენტებმა ტრადიციულად მამულიშვილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს და ზღვისპირა პარკში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
უკან |