უნივერსიტეტში „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის დასაქმების სააგენტოს „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის წარდგენა გაიმართა. პროგრამა ხორციელდება სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული  მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს  თეორიულ  და პრაქტიკულ  კურსს პროფესიული მიმართულებით, უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას  პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სამუშაო გამოცდილების მიღებას  საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით. სწავლების ფარგლებში, სტუდენტები პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაივლიან მოკლევადიან  სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსს შემდეგი მიმართულებით - რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა