გამოცხადდა ღია კონკურსი ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

1. გამოცხადდეს კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“)  სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელის, უფროსი მეცნიერი თანამშრომელის, მეცნიერი თანამშრომელის)  დასაკავებლად. 

2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 3 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);

3. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 05 ივნისიდან 07 ივნისის ჩათვლით.

4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 07 ივნისისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).

5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 11 ივნისიდან.

6. კონკურსის ძირითადი პირობებია:

6.1 მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე  (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება  და  აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5  ან  3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 2 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

6.2 მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს 6.1. ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.1,  2.4   (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან  3.1  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.1 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში  მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს  კლასიფიკატორის 4.1 ან 4.2 პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ე) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);

ვ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

6.3 უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება ბსუ-ს წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

6.4 უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ  პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.6  პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

 დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის/მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

6.5 მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში.

7. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

8. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის (მინიმუმ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ)  სამოტივაციო წერილი;

დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიას ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) ცხ კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

10. ბსუ-ს წესდების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილების, ,,ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გაცნობა და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდიდან -  www.bsu.edu.ge. (კონკურსების ველიდან).

  ვაკანტური თანამდებობები
  კონკურსანტის განცხადება
  სამეცნიერო პერსონალის კლაისიფიკატორი
  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  ბრძანება ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
  კონკურსანტის ანკეტა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა