ახალგაზრდული პროექტი „მედია დეტექტორი“

სურათი

ახალგაზრდული პროექტი „მედია დეტექტორი“ აცხადებს კონკურს მონაწილეთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. „მედია დეტექტორი“ არის ახალგაზრდული პროექტი, რომელიც ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და  კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის - „KAS Academy of Political Education“ მხარდამჭერით.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხების შესახებ როგორიცაა: დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა. მის ფარგლებში სტუდენტები ცოდნას შეიძენენ ისეთ ფუნდამენტალურ საკითხებთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს  მედიის საქმიანობის მიზნებსა და პრინციპებს. ასევე საუბარი იქნება იმ მექანიზმებზე, რომელსაც  მედია საშუალებები იყენებენ საზოგადოებაში გარკვეული განწყობების შესაქმნელად. პროექტის  მიზანია ასევე საზოგადოებაში მედიის მიმართ უნდობლობისა და პოლარიზაციის შემცირება და ამ საკითხებზე დიალოგის დაწყება.

აღნიშნული  პროექტის შედეგად სტუდენტებში გაიზრდება ინფორმირებულობის დონე, გაუუმჯობესდებათ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური შეფასების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში.

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპზე, 11 მაისს,  შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ტრენინგ-კურსს თემებზე: დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა, ფეიქ-ნიუსები.

ტრენინგს წარუძღვება პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი, მედიაწიგნიერების სერთიფიცირებული ტრენერი - მამუკა საფარიძე

ტრენინგის ბოლოს გამოცხადდება ესეს კონკურსი.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება ფილმის ჩვენება და დისკუსია თემაზე: „მედიის როლი ბრექსიტის პროცესებში“. დისკუსიას წარუძღვებიან ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი და აჭარის ტელევიზიის გადაცემის „საერთაშორისო ურთიერთობების“ მიმომხილველი, ბსუ-ს პროფესორი ირაკლი გორგილაძე.

პროექტის მეორე ეტაპზე (18 ან 19 მაისი) მოწვეული მომხსენებელი ისაუბრებს მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე გამოავლენს ესეს კონკურსის სამ გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემათ 100 - 100-ლარიანი ვაუჩერი.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

აპლიკაცია მიიღება ხუთშაბათს, 9 მაისს 00:00 საათამდე

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შევასოთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVhNmEYOlYz63wY6B1tDJauhL7ahbrUAy40HjqWhoIe_19Lg/viewform?usp=sf_link
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა