ბსუ-ს მესამე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში „ბსუ-ს მესამე საერთაშორისო კვირეული“ გაიხსნა. ღონისძიების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლის, ალექსანდრა სტულგინსკის უნივერსიტეტის, კვიძინის უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და    რენე1-ის უნივერსიტეტის პროფესორები ბსუ-ს სტუდენტებისათვის ლექციებს წაიკითხავენ. კვირეულის ფარგლებში უცხოეთის საგარეო ურთიერთობათა სამსახურების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგებს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის საკითხებზე. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ გახსნა. საერთაშორისო კვირეული ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა