ბსუ-ს სტუდენტების წარმატება სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე სტუდენტური საპარლამენტო დებატების  „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ ტოპ სპიკერი გახდა. დებატებში საუკეთესო მესამე მომხსენებლად - გვანცა ლომაძე, საუკეთესო მეოთხე მომხსენებლად - ამირან აბაშიძე, ხოლო საუკეთესო მეხუთე მომხსენებლად მამუკა სურმანიძე დასახელდა.

სტუდნეტურ საპარლამენტო დებატებში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის   სტუდენტებმა: ამირან აბაშიძემ, მამუკა სურმანიძემ, გვანცა ლომაძემ, ნესტან ვარშანიძემ, გოგიტა ბარამიძემ, თამარ გვარიშვილმა, თამარ ზოიძემ, მარიკა ფუტკარაძემ, უჩა ჯუმუშაძემ  წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.

დებატების ნახევარფინალი და ფინალი საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა, სადაც ნახევარფინალში ბსუ-ს ორი გუნდი  ყველაზე მაღალი ქულებით მოხვდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 50 სტუდენტი. გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დააჯილდოვა. დებატების მიზანი იყო ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე, ახალგაზრდებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარება.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, სსდა/EDAG-ის ორგანიზებით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა