კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და სამეცნიერო კვლევების ხარისხის მნიშვნელობა

სურათი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ჩიტაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და სამეცნიერო კვლევების ხარისხის მნიშვნელობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისთვის“. მომხსენებელმა ლექციაზე კვლევითი პროდუქციის შექმნის პროცესზე, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის თავისებურებებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტური პროექტის - „სტუდენტები განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა