წიგნის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები” პრეზენტაცია

სურათი

24 მაისს, 15:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება აჭარის განათლების. კულტურის და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების დახმარების პროგრამის ფარგლებში თარგმნილი და გამოცემული  წიგნის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები” (შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში) ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და ლექცია თემაზე:  “რატომ არის ანთროპოლოგია მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე ოდესმე”, მომხსენებელი ოსლოს უნივერსიტეტის პროფ. თომას ჰილანდ ერიქსენი.

ლექციის მოკლე შინაარსი:

გავრცელებული შეხედულებით, თითქოს, ანთროპოლოგები ძირითადად შორეულ ხალხებს და ეგზოტიკურ წეს-ჩვეულებებს იკვლევენ. თუმცა თანამედროვე ანთროპოლოგები იკვლევენ ყველაფერს: კონტეინერმზიდებით დაწყებული - სმარტფონებით დამთავრებული, პოპულისტური მოძრაობებით დაწყებული - სადღესასწაულო ჩვეულებით დამთავრებული. ანთროპოლოგია გვთავაზობს ცოდნის უნიკალურ სახეობას, რომელიც დაფუძნებულია ადამიანების, პრობლემებისა და ადგილების სიღრმისეულ ცოდნაზე, და, ხელეწიფება იმ სამყაროს გაგება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე, ამჟამად მიმდინარე საინტერესო კვლევა და წარმოაჩენილი იქნება მათი აქტუალობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა