ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციები ჩატარდა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „1918 წლის 26 მაისი“, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მურმან გორგოშაძემ მოხსენება „კანონმდებლობა მშობლიური ენის შესახებ 1918-1921 წლებში“ წარადგინა, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა პაატა აროშიძემ თემაზე - „დემოკრატიული საქართველოს ინსტიტუციური რეფორმები“ ისაუბრა.
უკან |