ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების და ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ირანის კულტურის დღეები დაიწყო. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის დარგში ალი ჯანათიმ, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა აჰმად მადფამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰამიდ მოსტაფავიმ გახსნეს. ირანის კულტურის დღეების ფარგლებში მოეწყო ირანელი მხატვრების ჰურა ფიშყადამისა და რანა საიდის ნამუშევრების გამოფენა და ფილმების ჩვენება.
უკან |