საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლის, დოქტორ ღასან ხალილის საჯარო ლექცია

სურათი

საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, დოქტორმა ღასან ხალილიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბავშვის უფლებების კონვენცია 30 წლის შემდეგ - განვლილი გზა, მიღწევები და გამოწვევები“. მომხსენებლი სტუდენტებს ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემდეგ მიღებულ მიღწევებზე ესაუბრა. 30 წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა ისტორიული გადაწყვეტილება - ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღეს. ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულმა ადამიანის უფლებათა შეთანხმებამ  ხელი შეუწყო მსოფლიოში მრავალი ბავშვის ცხოვრების ტრანსფორმაციას. საჯარო ლექცია ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა