გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ეგიდით, „სენიორ ექსპერტთა სერვისის“ (SES)-ის პროექტების მენეჯერი აღმოსავლეთ/ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში იულიანა შულერი და პროექტის მენეჯერი მარია ბრეგაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და საგანმანათლებლო მიმართულებით SES-ის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან ბსუ-ში სხვადასხვა მიმართულებით გერმანელი ექსპერტები ლექციებს წაიკითხავენ.
უკან |