პროექტის „ციფრული სკოლა – საქართველოს“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილე 60 სკოლის 120 წარმომადგენელი საკუთარ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს სკოლაში ციფრული სტრატეგიის დანერგვის თემატიკაზე. პროექტს 2018 წლიდან პროექტს ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. „ციფრული სკოლა – საქართველო“ ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
კონფერენცია ბსუ-ში პროექტის - „ციფრული ინოვაციების მეშვეობით განათლების ხარისხის ამაღლება ქართულ სკოლებში“ ეგიდით ტარდება.
უკან |