ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ბსუ-სა და ბულგარეთის უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+-ის პროექტის ფარგლებში გაცვლითი პროგრამების ამოქმედება და ბულგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
უკან |